“ქართული ოცნება” საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით პოზიციას 8 სექტემბრის შემდეგ გააჟღერებს
“ქართული ოცნება” საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით პოზიციას 8 სექტემბრის შემდეგ გააჟღერებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ორაკლი კობახიძემ განუცხადა.
„ამასთან დაკავშირებით პოზიცია, ალბათ, ჩვენი მხრიდან გაჟღერდება მას შემდგ, რაც დასრულდება კანდიდატების დასახელება, ანუ 8 სექტემბრის შემდეგ, სავარაუდოდ, ეს ასე მოხდება, ეს არის ჩემი პირადი განცხადება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. ჯერჯერობით კვლავ უცნობია ეყოლება თუ არა მმართველ პარტიას თავისი კანდიდატი, თუ მხარს რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს.