ვაჟა ოთარაშვილი: ხეკორძულადან კავთისხევამდე, მიწები თათრებზეა გაყიდული

0

„ხეკორძულადან კავთისხევამდე, მიწები თათრებზეა გაყიდული“, – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში პოეტ ვაჟა ოთარაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს.
როგორც ვაჟა ოთარაშვილი გამოცემასთან აღნიშნავს, უცხოელებზე გაყიდულია ასევე, ლამისყანასა და ოკამს შორის არსებული მიწებიც. პოეტი აცხადებს, რომ ყოფილი ხელისუფლების მიერ დაწყებულ საქართველოს მიწების უცხოელებზე გასხვისების პროცესს ამჟამინდელი ხელისუფლება „წარმატებით“ აგრძელებს.
ამასთან, ოთარაშვილი განმარტავს, რომ ეს სწორედ ის მიწებია, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას დასამუშავებლად არ მისცეს.
„ხელისუფლებამ კონსტიტუციაში შეგნებულად არ ჩაწერა, რომ ქართული მიწა უცხოელებზე არ იყიდება! დიახ, სააკაშვილიდან მოყოლებული, ეს ხელისუფლებაც წარმატებით აგრძელებს იმ მიწების გაყიდვის პროცესს, რომელიც ჩვენი ერისათვის საკრალური მნიშვნელობის მოვლენებთან, მისტერიებთან და გმირულ წარსულთან არის დაკავშირებული.
ხეკორძულას ხეობიდან დაწყებული, სადაც იბერიის უძველეს სამეფოს ჩაეყარა საფუძველი და სოფელ ნიჩბისის გარშემო მდებარე მიწები, მთლიანად თურქებზე, ირანელებზე, არაბებსა და ინდოელებზეა გაყიდული. შუა საუკუნეებში, თურქსაც და ირანელსაც ქართველი კაცის წარმოდგენაში ერთი სახელი ჰქონდა – „თათარი“! ამიტომ გადამთიელებს მეც ამ სახელით მოვიხსენიებ და ვიტყვი, რომ ხეკორძულადან კავთისხევამდე, მიწები თათრებზეა გაყიდული. გარდა ამისა, თხოთის მთის გარშემო მდებარე მიწებიც ასევე უცხოელებზეა გაყიდული. უცხოელებზეა გაყიდული სოფელ ლამისყანასა და ოკამს შორის არსებული ე.წ. ზედა ველის ტერიტორია – 50 ჰექტარი, რომელიც სოფლელებს, ქართულ მოსახლეობას, დასამუშავებლად არ მისცეს!“ – აცხადებს ვაჟა ოთარაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი