ესტონელი პოლიტიკოსი: პუტინს ყველაფერი შერჩა

“პუტინს ყველაფერი შერჩა”, – ამის შესახებ გაზეთ „კვირიას პალიტრასთან“ ინტერვიუში ესტონელი პოლიტიკოსი ერიკ-ნილს კროსი აცხადებს, რომელიც აგვისტოს ომისა და შემდგომ პერიოდში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის როლს ითავსებდა.
მისი თქმით, დასავლეთის დამთმობი პოლიტიკის გამო, რუსეთს თავს გაუვიდა.
„რუსეთი ამბობს, რომ ნატო მისთვის საფრთხეა, რომ ისინი გარშემორტყმული არიან ბოროტი, გარყვნილი და ვერაგი ლიბერალ-დემოკრატიული დასავლეთის იმპერიებით, რომლებსაც ერთი სული აქვთ, რუსეთი დაიპყრონ. ეს იმ სალაფავიდანაა, რომელსაც საკუთარ მოსახლეობას აჭმევენ. რუსები ფიქრობენ, რომ უკრაინა ქვეყანა არ არის, რომ მათ გაათავისუფლეს ევროპა, მოკლედ, ათასი „საინტერესო“ აზრი მოსდით თავში. სიმართლე კი ის არის, რომ დასავლეთის დამთმობი პოლიტიკის გამო, რუსეთს თავს გაუვიდა და ისეთ აგრესიულ ქმედებებზე დავხუჭეთ თვალი, რაც შეიძლება მომავალში ძალინ ძვირად დაგვიჯდეს. ხშირად ვიხსენებ, რომ 1939 წლის აგვისტოში, ორი კვირით ადრე, სანამ მეორე მსოფლიო ომი დაიწყებოდა, ბრიტანელი და ფრანგი დიპლომატები მოუწოდებდნენ პოლონეთს, არ დაეწყო სამხედრო მობილიზება, რადგან ეს ჰიტლერის პროვოცირებას გამოიწვევდა, ნარატივიც – „არ გამოიწვიო პუტინი“ ამ არაკებიდანაა“, -აცხადებს ერიკ-ნილს კროსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები