შალვა ოგბაიძე: მშობლებო, არ უყიდოთ თქვენს შვილებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილი, საშიშია

„მშობლებო, არ უყიდოთ თქვენს შვილებს მარჯვენა საჭიანი ავტომობილი“ – აცხადებს თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
შალვა ოგბაიძე გამოცემასთან იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ არ უნდა შეიძინონ მარჯვენასაჭიანი მანქანები ახალბედა მძღოლებმა.
„საშიშია ახალბედა გამოუცდელი მძღოლი, რომელმაც იმეცადინა მარცხენასაჭიან ავტომობილზე, პრაქტიკული გამოცდა ძლივს ჩააბარა ასევე მარცხენასაჭიან ავტომობილზე და მშობელმა მარჯვენასაჭიანი უყიდა. რეალურად, გამოუცდელ მძღოლებს ისიც არ შეუძლიათ, რომ რუსთავიდან თბილისამდე დამოუკიდებლად ჩამოვიდნენ მანქანით, ეს არის სრული კატასტროფა! რა თქმა უნდა, გაჭირვებიდან გამომდინარე, მივედით იქამდე, რომ მობილურ ტელეფონზე იაფი გახდა მარჯვენასაჭიანი მანქანა. არა იმიტომ, რომ უხარისხოა, პირიქით, იაპონური მანქანები ყველაზე მეტი რესურსით გამოირჩევა, მაგრამ საქართველოსთვის მარჯვენასაჭიანი მანქანები შეუსაბამოა. მე პირადად, იაპონურ მანქანებს მსოფლიო საავტომობილო მრეწველობის მინი შედევრად მივიჩნევ, მაგრამ საქართველოს გზებზე დიდი ოდენობით მარჯვენასაჭიანი მანქანები დიდ პრობლემას ქმნიან“ – აცხადებს შალვა ობგაიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები