ავთანდილ ხურციძე: საქართველოს დროშის ხელში დამკავებელი არა ვარ, რუსეთში გავაგრძელებ კარიერას

0

ქართველმა მოკრივემ, ავთანდილ ხურციძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ საქართველოს მთავრობა არასდროს შეხვედრია მის წარმატებას ხელგაშლილი. როგორც ის აღნიშნავს, მომავალში საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს და რუსეთში გააგრძელებს კარიერას.
“რომ გაიგეს დიდ რუსეთში დიდი მაფიოზები დაიჭირესო, მთელი დელეგაცია იყო მოსული, კორესპონდენტები და რა ვიცი ვინ აღარ… აგერ, რუსეთი ჩამოვიდა სანახავად, მართლა ჩვენი მოქალაქე ხომ არააო, სამწუხაროდ, არ ვიყავი თორემ რაღაცას იღონებდნენ. თუ ამერიკა „დამადეპორტებს“, ეს ასეც მოხდება, რუსეთში გავაგრძელებ კარიერას, მაქვს უკვე შემოთავაზებები. მაგრამ მე ჯერ მაქსიმუმს შევეცდები, რომ ამერიკაში დავრჩე და თუ არაფერი გამოვა, მე მეტი საქართველოს დროშის ხელში დამკავებელი არა ვარ. მერე რა მოხდა კაცო, მე კი არა როი ჯონსმა ამერიკის მოქალაქეობაზე თქვა უარი და რუსეთის მიიღო და მე რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ვიტყვი რა გასაკვირია.
დანაშაული ისაა კაცი, რომ ჩაიდენს დანაშაულს ან რომ ჩადის და დააკავებ. და თვითონ რომ სთავაზობ დანაშაულის ჩადენას და რამდენიმეჯერ უარით გაისტუმრებ, მერე მოხდება ერთადერთი შემთხვევა (ისიც თავდაცვის მიზნით), ჩაგიწერენ და დაელოდებიან იმ მომენტს როდესაც მწვერვალზე ახვალ და ფეხით ჩამოგათრევენ, აი ეს არის დანაშაული, ეს არის გეგმის განხორციელება. მთელი 3 წლის განმავლობაში ერთადერთი შემთხვევა, როცა სპეციალური აგენტები მამუშავებდნენ გვერდიდან, შიგნიდან, ზევიდან და მაინც ვერაფერი ჩამადენინეს, გარდა უმნიშვნელო მიზეზისა. 2016 წლის 10 სექტემბერს მომხდარი შემთხვევითობა გამოიყენეს 2017 წლის 6 ივნისს.
რა ვიცი, რა არ დამარქვეს ბოლოს მეტი რომ ვერ მოიფიქრეს, „ჩაქუჩა“ კრიმინალური სახელწოდებააო და ამაზე „მსროკავდნენ“. მოწმეების მოყვანა დაჭირდა ჩემს ადვოკატებს რომ დაემტკიცებინათ ეს “კლიჩკა” სპორტიდანაა. საქართველოს მთავრობა არასდროს შეხვედრია ჩემს წარმატებას ხელგაშლილი. ამის მიზეზიც ვიცი, მე არც ერთ მთავრობას დავყვებოდი მიტინგებზე ხალხის დასარბევად და პენსიონრების საცემად. ვინც დაყვებოდა ყველას რაღაც თანამდებობა უკავია. ამიტომაც ჩემი ადგილი არ გახლავთ საქართველოში. მე ერთიან საქართველოს ვუჭერ მხარს, შუაში გაყოფილს – არა. სხვას რა პასუხი უნდა გავცეთ, ერთმანეთში თანხმობა და ერთმანეთისთვის პასუხი ვერ გაგვიცია. როდის იყო ძალადობით მოსული საქმე კარგი თუ ცუდი კარგს მოახდენდა?! “- წერს ავთანდილ ხურციძე საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე.შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში 2017 წლის ივლისში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი “რუსული კრიმინალური სინდიკატის“ წევრობაში ედებათ. მათ შორის იყო ორი ქართველი სპორტსმენი – ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. მაყაშვილი მალევე გაათავისუფლეს, ხურციძეს კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. 2018 წლის ივნისში აშშ-ის სასამართლომ ავთანდილ ხურციძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. 4 ივლისს კი, აშშ-ის სასამართლომ ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს სასჯელი შეუმსუბუქა.

კომენტარები

კომენტარი