„მოსახლეობის სიდუხჭირეს ითვალისწინებდა და 50 ლარად ამზადებდა მოსწავლეებს“ – რას ჰყვება ხადას ხეობაში მოკლულის მეგობარი

0

ხადას ხეობაში ქმართან და შვილთან ერთად მოკლული ლორა სმიტის მარნეულელი მეგობარი ოჯახს დადებითად ახასიათებს და „კვირის პალიტრასთან“ ამბობს, რომ ლორა სმიტი მოსახლეობის სიდუხჭირეს ითვალისწინებდა და მოსწავლეებს 50 ლარად ამზადებდა.
„ლორა არაჩვეულებრივი ქალი იყო. მარნეულის მე-2 საჯარო სკოლაში მუშაობდა, თან რეპეტიტორობდა, მოსახლეობის სიდუხჭირეს ითვალისწინებდა და 50 ლარად ამზადებდა მოსწავლეებს. ქმარს ხალიჩების ბიზნესი ჰქონდა. სმიტები ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდნენ და ფულს აგროვებდნენ, რომ მარნეულშივე სამოთახიანი ბინა ეყიდათ. ლორას უხაროდა, თანხის ნახევარი უკვე შევაგროვეო. ვიცოდით, რომ ივლისის დასაწყისში გუდაურში აპირებდა დასასვენებლად წასვლას. ლორას ქართული ესმოდა, მაგრამ ვერ ლაპარაკობდა. ორივე აზერბაიჯანულად ეკონტაქტებოდა ხალხს. ვერ აგვიხსნია, რა და რატომ მოხდა. ამბობენ, რომ მკვლელი ლორაზე ძალადობდა, რაიანი შეეწინააღმდეგა და ამის გამო მოკლა. ამის მერე მკვლელმა ქალის გაუპატიურება მოინდომა. ლორამ ხელი დასტაცა ბავშვს და გაქცევა სცადა. იმ საზიზღარმა ქალი გააუპატიურა და ჩანჩქერში ჩააგდო. თურმე ბიჭუნა დედას დაეძებდა ყვირილით და ამ დროს მოუკლავს პატარა“, -აცხადებს ლორა სმიტის მეგობარი.

კომენტარები

კომენტარი