“პროკურატურამ სათვალთვალო კამერები გახსნა – „გვარამიამ მთვარისა ნავერიანის წინააღმდეგ ფიზიკურად ორჯერ იძალადა“

0

პროკურატურის სათვალთვალო კამერებიდან ნათლად გამოჩნდა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ს გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აქციაზე, მთვარისა ნავერიანს თავს ორჯერ დაესხა – ამის შესახებ უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
როგორც მთვარისა ნავერიანის ადვოკატი გამოცემასთან ამბობს, პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებამ სათვალთვალო კამერები გახსნა.
„31 მაისის ვიდეოჩანაწერში, ტელევიზიით გასული სიუჟეტებისგან განსხვავებით, თვალნათლივ გამოჩნდა, რომ ნიკა გვარამია მთვარისა ნავერიანს თავს ორჯერ დაესხა. ანუ ნიკა გვარმია თავს ახლა ვეღარ გაიმართლებს, რომ ავღელდი, თავი ვეღარ შევიკავეო და იმიტომ მივაყენე ფიზიკური შეურაცხყოფაო. პროკურატურის სათვალთვალო კამერებიდან თვალნათლივ გამოჩნდა, რომ მცირე ინტერვალით ნიკა გვარამია მთვარისა ნავერიან თავს ორჯერ ესხმის, ორჯერ განახორციელა ძალადობა, ანუ ეს იყო მიზანმიმართული დანაშაული. არ ვიცი, ნიკა გვარამიამ ქალს რატომ სცემა, რომ ნიკა გვარამია ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო თუ არყით მთვრალი ბრძანდებოდა, მაგრამ ფაქტი ეს არის – პროკურატურის სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ვიდეოკადრების მიხედვით, ნიკა გვარამია ორჯერ მიზანმიმართულად დაესხა თავს მთვარისა ნავერიანს“, – აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ 31 მაისს, მთავარი პროკურატურის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც ნიკა გვარამიამ მთვარისა ნავერიანს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

კომენტარები

კომენტარი