ელიზბარ ჯაველიძე: სააკაშვილი და ბოკერია არჩევნებით აპირებენ შურისძიებას

0

“ამიხსნას ვინმემ, რატომ სხედან დღემდე პარლამენტში სააკაშვილის „გებელსი“ გიგა ბოკერია, „ადეიშვილის ტურფა“ – ოთო კახიძე და „კუპონა“ – რომან გოცირიძე“ – ამ კითხვით მიმართავს აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე საზოგადოებას.
აკადემიკოსი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს.
მისი აზრით, ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როდესაც განათლების სამინისტროს სპორტისა და კულტურის სამინისტრო შეუერთდა.
მისი თქმით, განათლების სისტემაში ისედაც უამრავი პრობლემაა და ახალ მინისტრს სამი სხვადასხვა მიმართულების მინისტრობა გაუჭირდება.
„როგორც ვიცი განათლების ახალი მინისტრი ილიაუნში, ანუ ილიას უნივერსიტეტში „დაფრთიანდა“ და ამდენად, სოროსის ბუდიდან ბრძანდება! ისე კი არ მესმის, როგორ შეიძლება, რომ სპორტი, კულტურა, განათლება და მეცნიერება ერთ ქვაბში მოხარშო?!“ – აცხადებს ელიზბარ ჯაველიძე.
ამასთან, აკადემიკოსი კახა კახიშვილის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნას უარყოფითად აფასებს და ხელისუფლებას მეორე შეცდომად უთვლის.
„კახა კახიშვილი მინისტრის რანგში უფრო მეტს გააკეთებდა ქვეყნისთვის, ვიდრე მთავრობის კანცელარიის უფროსად გააკეთებს!“ – აცხადებს ელიზბარ ჯაველიძე.
ამავე ინტერვიუში, აკადემიკოსი მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზეც საუბრობს.
„სააკაშვილი და ბოკერია არჩევნებით აპირებენ შურისძიებას“, – ამბობს აკადემიკოსი.
ამასთან, ელიზბარ ჯაველიძე მმართველ გუნდს ურჩევს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილი არ განიხილოს.

კომენტარები

კომენტარი