პრემიერი: ეს არის სამთავრობო გუნდი, რომელიც ქვეყნისა და ხალხის ინტერესების გამტარებელი იქნება

პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე დარწმუნებულია, რომ დღეს დასახელებული მინისტრთა კაბინეტი, ის გუნდია რომელიც პარლამენტის და საზოგადოების ნდობას მოიპოვებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის განახლებული შემადგენლობის დასახელების შემდეგ განაცხადა.

პრემიერმა გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა მინისტრთა კაბინეტის ყოფილ წევრებსაც.

„თითოეულმა მათგანმა გასწია ძალიან მნიშვნელოვანის სამუშაო. ისინი არიან ჩვენი გუნდის განუყოფელი ნაწილი, ჩვენი გუნდის წევრები,. დარწმუნებული ვარ, ისინი თავიანთ ახალ როლში შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის შემადგენლობაში დღეს სამი ახალი სახე წარადგინა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად – მიხეილ ბატიაშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად – გიორგი ქობულია და ფინანსთა მინისტრად – ივანე მაჭავარიანი. ამასთან მისი თქმით, დავით ზალკალიანი რჩება საგარეო საქმეთა მინისტრად, ხოლო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები