კახა კახიშვილი: მთავრობის ადმინისტრაციიდან მაქსიმალურად გავაძლიერებთ კოორდინაციას, რომ ის სიკეთე, რაც დაგეგმილია, მოსახლეობამ მოკლე დროში იგრძნოს

“მთავრობის ადმინისტრაციიდან მაქსიმალურად გავაძლიერებთ კოორდინაციას, რომ ის სიკეთე, რომელიც დაგეგმილია და კეთდება, მოსახლეობამ ძალიან მოკლე დროში იგრძნოს”, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ახალმა უფროსმა კახა კახიშვილმა განაცხადა.
„როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობის ადმინისტრაციაში ვიქნები. უწყებებში იწყება და ზოგ შემთხვევაში დაწყებულია ძირეული რეფორმები, მაგრამ ამავდროულად, მოსახლეობას სჭრიდება სწრაფი ეფექტი. ამიტომ ჩვენ მთავრობის ადმინისტრაციიდან, პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, მაქსიმალურად გავაძლიერებთ კოორდინაციას იმისთვის, რომ ის სიკეთე, რომელიც დაგეგმილია და კეთდება, ძალიან მოკლე დროში მიიღოს და იგრძნოს მოსახლეობამ“, – განაცხადა კახიშვილმა.
ცნობისთვის, კახა კახიშვილმა, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პოსტს იკავებდა, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შალვა თადუმაძე შეცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები