მამუკა ბახტაძე: საზოგადოებაში ყოველთვის იყო განცდა, რომ “ევროპულ საქართველოსა” და “ნაცმოძრაობას” “ღირსეული” წარსული აერთიანებთ

საზოგადოებაში ყოველთვის იყო იმის განცდა, რომ „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ “ღირსეული” წარსული აერთიანებთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, აღნიშნული პარტიების შეთანხმება სიურპრიზი არ ყოფილა.

„საზოგადოებაში ყოველთვის იყო ამისი განცდა, რომ რეალურად, ამ ორ პარტიას აერთიანებს საერთო საფუძველი და ის „ღირსეული წარსული“, რომელიც მათ ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, რომ გითხრათ, რომ ეს სიურპრიზი იყო ბევრისთვის, ალბათ ასე არ იქნება“, – განაცხადა ბახტაძემ.

„ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ბრიუსელში სამპუნქტიანი შეთანხმება გააფორმეს. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავა​ს განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასულ ერთმანეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს პარტიები მხარს დაუჭერენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები