პაატა კვიჟინაძე ჟორჟოლიანის ინიციატივაზე: ამ ინიციატივას მხარს არ ვუჭერ

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე გია ჟორჟოლიანის ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. ინიციატივა იმ მოქალაქეებისათვის, ვისაც 2 500 ლარზე მეტი ხელფასი აქვთ – საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 30%-მდე გახრდას გულისხმობს.

„მე პირადად ამ ინიციატივას მხარს არ ვუჭერ, რადგან ამგვარ ცვლილებას კრძალავს, როგორც მოქმედი კონსტიტუცია, ასევე ახალი, რომელიც შემოდგომიდან ამოქმედდება. საშემოსავლო გადასახადის ზრდის რეალურად განხილვას აზრი არ აქვს, და ვინც არ უნდა უჭერდეს მხარს, ამგვარ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. ვფიქრობ რომ ამ ეტაპზე გადასახადების მომატება ქართულ ეკონომიკას არ წაადგება“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები