ექიმი მურთაზ მამაგეიშვილი იძულებულია, საზღვარგარეთ პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს

„ამ ქვეყანაში იმდენად დაუცველად ვგრძნობ თავს, ვაპირებ, საზღვარგარეთ პოლიტიკური თავშესაფარი მოვითხოვო“, – აცხადებს გ.ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ყოფილი ექიმი მურთაზ მამაგეიშვილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნინო კვიტაიშვილისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ს გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ზეწოლის შედეგად, კლინიკის ადმინისტრაციამ სამსახურიდან გაათავისუფლა.
როგორც მურთაზ მამაგეიშვილი “ასავალ-დასავალთან” აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ მის გარშემო ორი კვირის წინ დაწყებული სკანდალი დღემდე გრძელდება სახალხო დამცველის აპარატიდან არავინ დაკავშირებია.
მისივე თქმით, მისი ბედით არც ხელისუფლებიდან დაინტერსებულან.
„უკვე მგონია, რომ ამ ქვეყანას ისევ ნაციონალები მართავენ. მთელმა ქვეყანამ გაიგო ჩემი ამბავი და არც ხელისუფლებიდან და არც სახალხო დამცველის აპარატიდან არავინ დამკავშირებია.
ამ ქვეყანაში, ალბათ, ესენი მხოლოდ ნარკომომხმარებლებისა და სქესობრივი უმცირესობების უფლებებს იცავენ! ამ ქვეყანაში იმდენად დაუცველად ვგრძნობ თავს, ვაპირებ, საზღვარგარეთ პოლიტიკური თავშესაფარი მოვითხოვო.
საერთოდ რა ნამუსით იღებენ ხმას, ვინმეს ხომ არ ჰგონია „ნაციონალური მოძრაობის“ „საქმენი საგმირონი“ დაავიწყდა? დღემდე აჭრელებულია ინერნეტი ნოემბრისა და 26 მაისის აქციების დროს ნაცემი და დასახიჩრებული ადამიანების შემზრავი ფოტოებით. შევახსენებ, ნაციონალებს – მე ვარ ერთ-ერთი ექიმი, რომელიც მაგათი რეჟიმის დარბეულ და ნაცემ ადამიანებს ვმკურნალობდი. ძალაუფლება აღარ აქვთ, თუმცა თავის შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად ცდილობენ გაამწარონ და გააუბედურონ უდანაშაულო ადამიანი, აი, ნაციონალების ჭეშმარიტი სახე“ – აცხადებს მურთაზ მამაგეიშვილი.
ამასთან, მურთაზ მამაგეიშვილი გამოცემასთან აცხადებს, რომ ნინო კვიტაიშვილმა მას ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოში უჩივლა.
მისივე თქმით, მას რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლება ახსნა-განმარტება უკვე ჩამოართვეს.
ექიმი მურთაზ მამაგეიშვილი იმედოვნებს, რომ სააგენტო სამართლიან დასკვნას დადებს და იგი პროფესიულ საქმიანობას გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები