ვანუატუს სანაპიროებთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

წყნარი ოკეანის აუზში მდებარე ვანუატუს სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის განცხადებით, მიწისქვეშა ბიძგებმა 6.1 მაგნიტუდა შეადგინა.

იგივე სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ვანუატუს დედაქალაქ პორტ-ვილადან 30 კილომეტრში მდებარეობდა. მიწისძვრის კერა კი 21 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები