ზაზა სარალიძე: ვეძებ სამ გოგოს, რომლებიც უნდა შესწრებოდნენ ხორავას ქუჩაზე ჩხუბს

„ვეძებ სამ გოგოს, რომლებიც უნდა შესწრებოდნენ ხორავას ქუჩაზე ჩხუბს და საქმის მასალებში არ ფიგურირებენ“, – ამის შესახებ ზაზა სარალიძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ხომ არ არიან საქმეში ისეთი ფიგურანტები, ვინც შეიძლება ფლობდნენ ინფორმაციას, მაგრამ დაკითხულები არ არიან.

„ვეძებ სამ გოგოს, რომლებიც უნდა შესწრებოდნენ ჩხუბს. სამწუხაროდ, არ ვიცი სახელები და გვარები. ამ ბავშვებზე მეზობლები ამბობენ, რომ ეს გოგოები დარბოდნენ, წიოდნენ და კიოდნენ“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები