სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 36,394 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 20 ივნისის მდგომარეობით, სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 36,394 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა. მათ შორის, დაახლოებით 75 პროცენტი (27,143 ასს) გამართული იყო.

აღსანიშნავია, რომ 5,953 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ განმეორებით გაიარა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ხოლო 243 მათგანი დამატებით იქნა დახარვეზებული.

იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შორის, რომლებმაც სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გაიარეს, 8,532 მათგანი იურიდიული პირების საკუთრებაშია.

სტატისტიკა ასს-ს ტიპის მიხედვით

ავტობუსი –  სულ: 15 000 ასს

პირველადი პტი: 12 202 ასს

განმეორებითი პტი:  2798    ასს

გამართული:   11166 ასს / 74.4…%

დახარვეზებული: 3834 ასს / 25.5…%

მიკროავტობუსი- სულ: 513     

პირველადი პტი: 425

განმეორებითი პტი: 88

გამართული: 318 ასს / 61.9…%

დახარვეზებული: 195 ასს / 38.0…%

სატვირთო –  სულ: 3999 

პირველადი პტი: 3313

განმეორებითი პტი: 686

გამართული: 2688 ასს / 67.2…%

დახარვეზებული: 1311 ასს / 32.7…%

ფურგონი –   სულ: 4291 

პირველადი პტი: 3704

განმეორებითი პტი: 587

გამართული: 2919 ასს / 68.0…%

დახარვეზებული: 1372 ასს / 31.9…%

2018 წლის პირველი ივლისიდან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დაიწყება.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის გამარტივების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მოქმედებს ვებ-გვერდი (www.pti.ge), რომლის საშუალებითაც მომხმარებელს საშუალება ექნება ნებისმიერ ხელმისაწვდომ ინსპექტირების ცენტრში ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად დაგეგმოს ვიზიტი მისთვის სასურველი თარიღის და დროის გათვალისწინებით. აღნიშნული ვებ-გვერდი 2018 წლის იანვრიდან ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

აგრეთვე, 2018 წლის 3 იანვრიდან ამოქმედდა ცხელი ხაზი – 1484, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ეტაპობრივად ამოქმედების პროცესისა და პირობებით დაინტერესებულ ადამიანებს ემსახურება და აწვდის შესაბამის ინფორმაციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები