შსს-მ ტექნიკური ინსპექტირების გავლის გარეშე მანქანის მართვის 2555 სამართალდარღვევა გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის იანვარ-მაისში 2555 სამართალდარღვევა დააფიქსირა, რომლებიც გულისხმობდა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვას ან სამართავად სხვა პირისთვის გადაცემას, რომელსაც დადგენილი წესით პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლია.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება.

პირველ ეტაპზე, აღნიშნული შემოწმება სავალდებულო იყო სამგზავრო (8 ადგილზე მეტი) და სატვირთო (3,5 ტონის ზემოთ) ავტომობილებისთვის.

აქვე გაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობის  2017 წლის 1 დეკემბერის  დადგენილების („ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე) შესაბამისად, მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან  დაიწყებს სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირებას.

მიმდინარე წლის ოქტომბრიდან კი სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას  დაექვემდებარება დიდი მოცულობის (3.0 და ზემოთ) ძრავის მქონე ავტომობილები.

საქართველოში რეგისტრირებული მთლიანი ავტოპარკის ტექნიკური ინსპექტირების პროცესი 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები