ჩრდილოეთ კორეამ აშშ-ს გარდაცვლილი ჯარისკაცების 200 ნეშტი დაუბრუნა
აშშ-ის შტატ მინესოტაში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას, ჩრდილოეთ კორეის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოფიციალურმა ფხენიანმა ამერიკას 200 გარდაცვლილი ჯარისკაცის ნეშტი გადასცა.
„დღეს ჩვენ შევძელით ბრძოლის ველზე დაცემული 200 ამერიკელი გმირის ნეშტის დაბრუნება“, -აღნიშნა ტრამპმა მის მომხრეებთან შეხვედრისას.
რამდენიმე დღით ადრე, თეთრი სახლის წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გავრცელდა, რომ ჩრდილოეთ კორეის მთავრობა, სამხრეთ კორეაში განთავსებულ ამერიკულ საჯარისო შენაერთებს, გარდაცვლილი ჯარისკაცების ნეშტებს გადასცემდა.
აღნიშნულ შეთანხმებას დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა 12 ივნისს, ისტორიული შეხვედრისას მიაღწიეს.