ლიბიაში, ტერაქტის შედეგად, 4 სამართალდამცველი დაიღუპა
ლიბიაში, ქვეყნის უშიშროების სამსახურის ოთხი თანამშრომელი, ქალაქ დერნაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც სამართალდამცველებს უცნობი პირი მიუახლოვდა, რომელმაც ახლო კონტაქტისას საკუთარ მანქანაში დამონტაჟებული ბომბი მოქმედებაში მოიყვანა.
ლიბიის ეროვნული არმიის სპიკერის, აჰმედ ალ-მისმარის განცხადებით, ქალაქ დერნაში, სამართალდამცველებს თეთრი ფერის „შევროლეს“ მარკის მანქანა მიუახლოვდა, რომელსაც პოლიციამ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, რა დროსაც უცნობმა თავი აიფეთქა.
შეგახსენებთ, რომ ლიბიის ქალაქი დერნა ერთადერთია, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას არ ექვემდებარება და ისლამისტი რადიკალების კონტროლქვეშაა.