ოკუპანტებმა სოფელ კირბალიდან გატაცებული ქართველები გაათავისუფლეს

    გორის რაიონის სოფელ კირბალიდან გატაცებული საქართველოს 3 მოქალაქე გათავისუფლებულია. ამის შესახებ პორტალ “კვირას“ შს სამინისტროს საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. გატაცებულების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებებს შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებდა. გორის რაიონის სოფელ კირბალიდან არმაზ თაყაძე, მურმან და თამაზ დოთიაშვილები რუსმა სამხედროებმა სოფლის სიახლოვეს რამდენიმე დღის წინ მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი შეშას აგროვებდნენ. გატაცებულთა ოჯახის წევრების განცხადებით, მათ ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები