კარასინი: ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები ვლადიკავკაზშია, რუსეთს ამ პრობლემის გადაჭრა არ შეუძლია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ მისი შინაგანი ორგანოები ვლადიკავკაზშია.

როგორც მან “პირველ არხს” ჟენევაში განუცხადა, რუსეთს ამ პრობლემის გადაჭრა არ შეუძლია, ვინაიდან ეს პრობლემა სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის წარმოიშვა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საუბარი საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის შედგეს.

„უნდა მოვაგვაროთ ამ ტრაგიკულ ინციდენტთან მიმართებით არსებული საკითხები. ჩემი პოზიციაა, რომ ტრაგედია არ უნდა განმეორდეს. მოვისმინეთ ქართული მხარის მოთხოვნები და მოსაზრებები. მინდა გითხრათ, რომ შეხვედრაზე ამ თემასთან დაკავშირებულ ყველა დეტალზე განმარტებები გააკეთა სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა. ჩვენ, რუსეთს შეგვიძლია ჩავერიოთ მხოლოდ იმ დოზით, რა დოზითაც არის შესაძლებელი. მთავარია და აუცილებელი, რომ საქართველო ესაუბროს სამხრეთ ოსეთს. რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების საკითხს, ორგანოები არ არის მოსკოვში, ორგანოები არის ვლადიკავკაზში. ვლადიკავკაზის ლაბორატორიაში ჩატარდა ექსპერტიზა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ლაბორატორიამ დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა. უნდა გესმოდეთ, რომ რუსეთს ამ პრობლემის გადაჭრა არ შეუძლია, ვინაიდან ეს პრობლემა წარმოიშვა სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა კარასინმა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოსვენებულ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს შინაგანი ორგანოები არ აღმოაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები