“თუ ჩემი ანგარიშის ტექნიკური გამოყენებით “ნაცმოძრაობისთვის” თანხის გადარიცხვა თაღლითობა იყო, საინტერესოა, ვინ არის ამ თაღლითობის ბენეფიციარი”?!

„2012 წელს, “ნაციონალური მოძრაობისთვის” თანხის გადასარიცხად ტექნიკურად გამოიყენეს ფიზიკური პირების ანგარიშები“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ, დეპუტატ სალომე სამადაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, მას საკუთარი თანხა “ნაციონალური მოძრაობისთვის” არასოდეს გადაურიცხავს.

“მე ამ კითხვას ამომწურავი პასუხი გავეცი გუშინ და ვინც ვერ ან არ გაიგო, მათთვის დღესაც გავიმეორებ. მე ჩემი თანხა არასოდეს გადამირიცხავს “ნაციონალური მოძრაობისთვის”. თქვენს მიერ ინიცირებულმა კანონმა, რომელმაც იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსება აკრძალა იმ მიზნით, რომ “ქართულ ოცნებას” არ ჰქონოდა საშუალება, მიეღო დაფინანსება 2012 წლის არჩევნებში და ასეთ კანონს თქვენ მიეცით უკუქმედების ძალა, გამოიწვია ის, რომ ტექნიკურად გამოიყენეს ფიზიკური პირების ანგარიშები. ასეთი არის 30 ათას ადამიანზე მეტი. შესაბამისად, თუ ეს იყო თაღლითობა, ძალიან საინტერესოა მაშინ, ვინ არის ამ თაღლითობის ბენეფიციარი”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები