“მშენებლობები თუ არ გაგრძელდება, დაუსრულებელი შენობები დემონტაჟს დაექვემდებარება”

დედაქალაქში მშენებლობები თუ არ გაგრძელდება, დაუსრულებელი შენობები დემონტაჟს დაექვემდებარება, ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, დაუსრულებელი მშენებლობები ოთხ კატეგორიად იყოფა.

როგორც ილია ელოშვილმა აღნიშნა, ერთი არის, რომელიც ფაქტობრივად შეჩერებულია, მაგრამ მფლობელი ადგილზეა და ასევე დაინტერესებულია სამშენებლო კომპანიები, რომლებსაც სურთ მშენებლობის დაწყება და ეს უკვე მოლაპარაკების ნაწილია და თითოეულ მათგანთან წარიმართება ინდივიდუალური მოლაპარაკება.

„მეორე ტიპის მშენებლობებია, სადაც ფინანსური პრობლემების გამოა გაჩერებული. აქ საჭირო იქნება თითოეული მათგანის შესწავლა და განხილვა, რა ტიპის ფინანსური პრობლემები აქვს და ასევე, რა შეუძლია საშემოსავლო სამსახურს და ქალაქის მთავრობას, რომ სათითაოდ, ინდივიდუალურად მოვაგვაროთ, რისი გამოსწორება შეიძლება. მესამე ტიპის შეჩერებული მშენებლობებია, სადაც იურიდიულ დავებში არიან შესული და აქაც იურიდიული კუთხით იქნება შესახედი, რა შეიძლება გაკეთდეს. მეოთხე ტიპის მშენებლობებია, რომლებიც უბრალოდ გაჩერებულია, პატრონი არ არის და არ ჩანს, ვინ არის მფლობელი. ასეთ შემთხვევაში, აქ უკვე საჭირო იქნება რაღაც საკანონმდებლო გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისად, ინდივიდუალურად ან დაკონსერვება ასეთი მშენებლობების, ან ალბათ უკვე საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე, კერძო საკუთრების უფლების დარღვევის გარეშე, გადაწყვეტილების მიღება. ეს საკითხი არის კომპლექსური. არ აქვს ერთიანი რაიმე გადაწყვეტილება. თუმცა აქ არის მნიშვნელოვანი მეორე მომენტი, ყოველი ასეთი საკითხის დროს ჩვენც მოვითხოვთ გარკვეულ გარანტიებს, რომ ახალი დაწყებული მშენებლობა არ გადაიქცეს ისევ დაუსრულებელ მშენებლობად. ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ მშენებლობები გაგრძელდეს. საბოლოო ჯამში უნდა მივიღოთ ან გაგრძელებული, განახლებული მშენებლობები. ან უნდა მივიღოთ დაკონსერვებული მშენებლობები ან დემონტაჟს დაქვემდებარება მშენებლობები და საბოლოოდ მოწესრიგდება ქალაქი”, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემაზე დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები