კანადამ მარიხუანას რეკრეაციული მიზნებით მოხმარების ლეგალიზება მოახდინა

კანადის პარლამენტმა მარიხუანას ლეგალიზებას მხარი დაუჭირა.
გამართულ კენჭისყრაზე კანონპროექტს 52-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 29 დეპუტატი კი გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, კანადა „დიდი შვიდეულის“ პირველი სახელმწიფო გახდა, სადაც რეკრეაციის მიზნით მარიხუანას მოხმარება ქვეყნის მასშტაბითაა ლეგალიზებული.

კანადის მოქალაქეებს მარიხუანას კანონიერად შეძენა და მოხმარება მიმდინარე წლის სექტემბრიდან შეეძლებათ.

კანონის მიღების შემდეგ, რეგიონების ადგილობრივ ხელისუფლებას ეძლევა 12 თვემდე ვადა იმისთვის, რომ მარიხუანის გაყიდვის წესები და პირობები დაადგინონ.

აღსანიშნავია, რომ ურუგვაი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც 2012 წელს მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო. რეკრეაციული მიზნებისთვის კანაფის მოხმარება ლეგალურია აშშ-ის რამდენიმე შტატშიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები