ავღანეთში თალიბანის მებრძოლების თავდასხმისას, სულ მცირე 30 სამართალდამცველი გარდაიცვალა

ავღანეთში სულ მცირე 30 სამართალდამცველი ემსხვერპლა რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ მებრძოლების თავდასხმას. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

დღეს დილით, „თალიბანის“ მებრძოლებმა პოლიციის ორ საგუშაგოზე თავდასხმა განახორციელეს, რაც დიდი მსხვერპლით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ავღანეთის მთავრობის მიერ, „თალიბანთან“ დროებითი ზავის გამოცხადების შემდეგ, ეს პირველი მასშტაბური ტერორისტული თავდასხმაა ავღანელ სამართალდამცველებზე.
შეგახსენებთ, რომ გასულ შაბათს, ავღანეთის მთავრობის მეთაურმა აშრაფ ღანიმ განაცხადა, რომ „თალიბანთან“ დადებული ზავი, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, კიდევ 10 დღით გაგრძელდებოდა. თუმცა, მოგვიანებით, „თალიბანის“ რადიკალურმა მოძრაობამ ინფორმაცია გაავრცელა იმის თაობაზე, რომ ზავის გაგრძელება მათ გეგმებში არ შედიოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები