დონალდ ტრამპის აზრით, აუცილებელია იმ ადამიანების დაკავება, რომლებიც ამერიკის საზღვარს უკანონოდ კვეთენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმ ადამიანების დაპატიმრების აუცილებლობაზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყნის საზღვარს უკანონოდ კვეთენ.

მისი თქმით, მშობლების გამო მათი შვილები ძალიან სახიფათო მოგზაურობაში იღებენ მონაწილეობას. მან იქვე დაამატა, რომ აშშ-ს ძლიერი უსაფრთხოება უნდა ჰქონდეს საკუთარ საზღვრებზე.

„ყოველთვის უნდა დავაპატიმროთ ადამიანები, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში არალეგალურად შემოდიან. 12 ათასი ბავშვიდან 10 ათასი მათი მშობლების მხრიდან, ძალიან საშიშ მოგზაურობაში იგზავნება და მხოლოდ 2 ათასი მიდის მშობლებთან ერთად, რომელთაგან ბევრი არაერთხელ ეცადა შემოსულიყო ჩვენ ქვეყანაში არალეგალურად”, – დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის კონგრესს სწორედ ახლა აქვს ყველაზე კარგი შესაძლებლობა შეცვალოს სასაცილო და მოძველებული სამიგრაციო კანონები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები