აშშ-მ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო დატოვა
გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა, ნიკი ჰეილის განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო დატოვა. ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს თავად ნიკი ჰეილიმ მიაწოდა.
„ამერიკის შეერთებული შტატები ოფიციალურად ტოვებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს, რადგან ჩვენ, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვაცხადებდით, რომ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, თუ პროგრესს ვერ დავინახავთ. უკვე დიდი ხანია, რაც ეს საბჭო ადამიანის უფლებების დამრღვევთა დამცველი და პოლიტიკურად ანგაჟირებული გახდა. სამწუხაროდ, ახლა ნათელი გახდა, რომ ჩვენ მოწოდებებს ამ ორგანოს რეფორმირების შესახებ ყურადღება არავინ მიაქცია. ადამიანის უფლებების დამრღვევები რჩებიან საბჭოს შემადგენლობაში. მსოფლიოში ყველაზე არაადამიანური რეჟიმები კვლავ აყალიბებენ კრიტიკულ დღის წესრიგს, საბჭო კი კვლავ იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა ნიკი ჰეილიმ.