ისრაელმა იერუსალიმში დაგეგმილი “რუსეთის დღეები” გააუქმა

ისრაელის მთავრობამ იერუსალიმში დაგეგმილი “რუსეთის დღეები” გააუქმა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ღონისძიებები, რომლებიც “რუსეთის დღეების” ფარგლებში უნდა ჩატარებულიყო გაუქმდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ღონისძებების ორგანიზებაში ჩართული იყო ორი პალესტინური ორგანიზაცია, რომელიც ისრაელის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებადაა მიჩნეული.
“რუსეთის დღეების” ჩაშლის შესახებ, რუსი დიპლომატებიც აკეთებენ კომენტარს და აცხადებენ, რომ ღონისძიება სრულიად აპოლიტიკურ გარემოში უნდა გამართულიყო. ისინი არ უარყოფენ, რომ ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიოზატორი „პალესტინურ-რუსული მეგობრობის საზოგადოება“ იყო და კატეგორიულად უარყოფენ ორგანიზაციის კავშირს პალესტინის მთავრობის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები