შვედეთის ქალაქ მალმოში მომხდარი სროლის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
შვედეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ მალმოში მომხდარი სროლის შედეგად, 3 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შვედური გაზეთი Sydsvenskan ავრცელებს.
სროლა გუშინ გვიან ღამით ქალაქის ცენტრში მდებარე ინტერნეტ კაფესთან მოხდა, მაშინ, როდესაც მსროლელი მანქანით ქუჩაში გამვლელებს მიუახლოვდა. ინციდენტის შედეგადაც ჯამში 6 ადამიანი დაიჭრა, რომლებიც მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარის შემდეგ, პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სროლის შედეგად დაჭრილი 18 და 29 წლის მოქალაქეები გარდაიცვალნენ. მესამე დაჭრილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია კი მოგვიანებით, ადგილობრივმა გაზეთმა Sydsvenskan-მა გაავრცელა.
გაზეთის ინფორმაციით, პოლიცია ამ დრომდე მუშობს მომხდარის ვერსიაზე. სამართალდამცველებისთვის უცნობია, დამნაშავის ადგილსამყოფელი და ვინაობა. გაზეთის ცნობით კი, 6 დაჭრილიდან, სამი, ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტია.