„მეძინა, უცებ გამომეღვიძა და ცემა დავუწყე“ – რატომ გაიმეტეს ბათუმში 4 წლის გოგონა სასიკვდილოდ

13 ივნისს, დაახლოებით ღამის 12 საათზე, ბათუმის პოლიციის მე-7 განყოფილებასთან ტაქსი გაჩერდა. მანქანიდან ორი უზბეკი ქალი გადმოვიდა, ერთს ხელში პლედში გახვეული პატარა გოგონა ეჭირა. როგორც მორიგე პოლიციელებს უზბეკეთის მოქალაქე საია-რახონ მირბობოევამ უთხრა, არ იცოდა ბავშვი ცოცხალი იყო თუ არა. ძალოვანებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. თუმცა, მალე გაირკვა, რომ პატარას სიცოცხლის ნიშან-წყალი აღარ ეტყობოდა. მეტიც, სხეულზე მრავლად ჰქონდა ძალადობის კვალი. დადგინდა, რომ იგი საი-რახონ მირბობოევას სასტიკი წამებით, ცემით მოუკლავს. პატარას ოჯახის წევრები საქართველოში არ არიან. არსებული ინფორმაციით, ძალოვანები მისი დედის ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობენ.
„შემზარავი დანაშაული ბათუმში, აეროპორტის დასახლებაში მცხოვრები დიასამიძეების სახლში მოხდა. ბინა უზბეკეთის მოქალაქეებმა ერთი თვის წინ იქირავეს. აქ ცხოვრობდნენ ბრალდებული, მისი მეგობარი ქალი და მირბობოევას ნათესავის 4 წლის შვილი. ბავშვის დედამ, როგორც ჩანს, შვილი ნათესავს დაუტოვა, თვითონ კი თურქეთში წავიდა სამუშაოდ. ერთი ვერსიით, ბავშვის დედა თურქეთშია, ხოლო მეორე ვერსიით, ის უზბეკეთში გაასახლეს. უცნობია, რატომ იძალადა ბავშვზე ქალმა. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს, მას გამოძიებისთვის ჩვენება არ მიუცია. დანაშაულის ჩადენის დროს სახლში იმყოფებოდა ბრალდებულის მეგობარი ქალი, რომელიც ამბობს, რომ მეორე ოთახში ეძინა და ბავშვის ცემის ხმა არ გაუგონია. თავად ბრალდებულმა მხოლოდ ის თქვა, რომ არ ვიცი, რა მომივიდა, მეძინა, უცებ გამომეღვიძა და ცემა დავუწყეო“ – წერს „კვირის პალიტრა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები