ნიგერიაში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ნიგერიის ჩრდილოეთ პროვინციაში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივმა ტერორისტულმა დაჯგუფება, „ბოკო ჰარამმა“ საკუთარ თავზე უკვე აიღო. ადგილობრივ მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაშავებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე ქვეყნის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მოყვანილი ციფრი.
ოფიციალური განცხადების მიხედვით, გარდაცვლილია 20, ხოლო შემთხვევის შედეგად დაშავდა 48 ადამიანი, თუმცა ადგილობრივების მტკიცებით, მათ სულ მცირე 31 გვამი მაინც იხილეს შემთხვევის ადგილას.
აფეთქება საღამოს საათებში, ბორნოს პროვინციის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის სიახლოვეს მოხდა.
შეგახსენებთ, რომ ნიგერიის მთავრობა, რომელიც 2015 წელს მოვიდა ხელისუფლების სათავეში, უკვე მესამე წელია, რაც უშედეგოდ ებრძვის სხვადასხვა ისლამისტურ დაჯგუფებებს ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელთა ქმედებებმა ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები