ისრაელმა ღაზას სექტორში რამდენიმე ლოკაცია დაბომბა

ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორში არსებული 9 ლოკაცია დაბომბა. ლოკაციები ისლამურ მოძრაობა „ჰამასს“ ეკუთვნოდა და ღაზას სექტორის ჩრდილოეთით მდებარეობდა. მომხდარის შესახებ ინფრომაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ისრაელის სამხედრო ძალებმა დაბომბვის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პალესტინელებმა ღაზას სექტორიდან ცეცხლმოკიდებული ნივთების და მოლოტივის კოქტეილის სროლა დაიწყეს ისრაელის მიმართულებით. პალესტინის მხრიდან, ისრაელის მიმართულებით, ასევე ნასროლ-იქნა სამი რაკეტა, თუმცა ვერცერთმა მათგანმა დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია.
ებრაული სამხედრო უწყების განცხადებით, პალესტინიდან გამოშვებულ რაკეტებს, ისრაელის ტერიტორიაზე, მსხვერპლი და ნგრევა არ გამოუწვევიათ. ისრაელის რამდენიმე უწყების ხელმძღვანელმა პალესტინელების ქმედებები ღაზას სექტორში კრიტიკულად შეაფასეს და ებრაულ სამხედრო ძალებს მათი განადგურებისკენ მოუწოდეს, თუმცა ებრაელმა სამხედროებმა მხოლოდ წერილოვანი დაბომბვა განახორციელეს ღაზას სექტორში.
„ეს არის ტერორისტული ქმედებები, რომლებიც ქვეყნის სამხრეთით მცხოვრებ ებრაელ მოსახლეობას საფრთხეს უქმნიან და ისრაელის ტერიტორიას აზიანებს“, – ნათქვამია დაბომბვის შემდეგ ებრაული სამხედრო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ დრომდე, ღაზას სექტორში, დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები