კენიაში აფეთქების შედეგად 8 პოლიციელი დაიღუპა

კენიის აღმოსავლეთ პროვინციაში სულ მცირე 8 პოლიციელი მოკლეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
კენიელი სამართალდამცველები მანქანით გადაადგილდებოდნენ, როდესაც ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო სომალიში მოქმედმა „ალ შაბაბის“ სამხედრო დაჯგუფებამ.
ხსენებული დაჯგუფება ტერორისტიულ აქტებს ხშირად აწყობს სომალის გვერდით მდებარე მეზობელ სახელმწიფოში, რადგან ქვეყნის მთავრობა აიძულოს სომალის ტერიტორიიდან კენიის სამხედრო შენაერთები გაიყვანოს, რომლებიც მშვიდობისმყოფელთა სტატუსით იმყოფებიან სომალიში.
აფეთქების მასშტაბების გამო, არ არის გამორიცხული გარდაცვლილი სამართალდამცველების რიცხვი კიდევ გაიზარდოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები