იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი: აშშ-მ ჩრდილოეთ კორეას 47 პუნქტისგან შემდგარი მოთხოვნა წაუყენა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დენუკლერიზაციის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ჩრდილოეთ კორეას 47 პუნქტისგან შემდგარი მოთხოვნები წაუყენა. ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტარო კონომ განაცხადა.
„ჩრდილოეთ კორეის ლიდერი დათანხმდა სრული დენუკლერიზაცია განახორციელოს. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკლ პომპეომ ფხენიანში ვიზიტისას ჩრდილოეთ კორეის მხარეს განუმარტა, რომ აშშ ამ ტერმინში გულისხმობს ბირთვული და მასობრივი განადგურების სხვა სახის იარაღის ლიკვიდირებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩრდილოეთ კორეას 47 პუნქტისგან შემდგარი მოთხოვნები წაუყენეს. თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, მაშინ ჩრდილოეთ კორეისთვის დაწესებული სანქციები ძალაში დარჩება“ – განაცხადა იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ტარო კონომ ასევე აღნიშნა, რომ ლიკვიდირებას ჩრდილოეთ კორეის ყველა რაკეტა დაექვემდებარება, მათ შორის ის რაკეტებიც, რომელიც იაპონიაზეა მიმართული. მას სწამს, რომ ჩრდილოთ კორეა დასახული მიზნიდან არ გადაუხვევს და დანაპირებს შეასრულებს.