ნიდერლანდებში ფესტივალზე მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა – არის მსხვერპლი

PinkPop-ის ფესტივალზე, რომელიც ნიდერლანდების ქალაქ ლანდგრააფში იმართებოდა, მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. მომხდარის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ავარიის შემდეგ მიკროავტობუსის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კი დაშავებულები ვერტმფრენით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ამ დროისათვის უცნობია, აქვს თუ არა რაიმე შეხება მომხდარს ტერორისტულ აქტთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები