იაპონიაში ძლიერ მიწისძვრას 3 ადამიანი ემსხვერპლა
იაპონიაში 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედია-საშუალებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ყველაზე დიდ საპორტო ქალაქ ოსაკაში დაფიქსირდა. მიწისძვრის კერა 13 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ამ დროისთვის, შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა, ხოლო პსაკას აეროპორტში ავიარეისები გაუქმდა. ელექტროენერგიის გარეშე კი 170 000 ოჯახია დარჩენილი.