მოსკოვში ტაქსმა ტროტუარზე 8 ადამიანს გადაუარა (ვიდეო)

მოსკოვის ცენტრში, ილინკის ქუჩაზე, ტაქსის მძღოლმა საჭე ვერ დაემორჩილა და ტროტუარზე ქვეითებს დაეჯახა. ინციდენტის ამსახველ ვიდეოს რუსული მედია ავრცელებს. კადრებში ჩანს, რომ დაბალი სიჩქარით მოძრავი ტაქსი უეცრად მანევრს ასრულებს და ტროტუარზე ადის, სადაც ხალხია შეკრებილი. მანქანამ ათამდე ადამიანს გადაუარა. მომხდარიდან რამდენიმე წამში მძღოლთან მოქალაქეები მიდიან და მის გადმოყვანას ცდილობენ, თუმცა ის გაქცევას ახერხებს. რამდენიმე მოქალაქე მძღოლს გაეკიდა და როგორც ირკვევა, ის მალევე დაიჭირეს კიდეც და მილიციას გადასცეს. შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, მათმა უმრავლესობამ მსუბუქი ტრავმები მიიღო, მხოლოდ ერთი ქალბატონი საშუალო სიმძიმისაა. დაშავებულებიდან ორი მექსიკის მოქალაქეა.
წინასწარი ინფორმაციით, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა. ის ყირგიზეთის მოქალაქეა და ტაქსის ფირმაზე მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები