“ნაცმოძრაობას” უნდა ესმოდეს, რომ პროვოკაციებით ცხოვრებას ირჩევს სუსტი და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესისთვის გამოუსადეგარი პარტია”

“ნაციონალურ მოძრაობას” უნდა ესმოდეს, რომ პროვოკაციებით ცხოვრებას ირჩევს სუსტი და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესისთვის გამოუსადეგარი პარტია”, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ოზურგეთში მომხდარ ინციდენტს.

ზაზა გაბუნიას თქმით, ოზურგეთის ინციდენტი სწორედ ამის მაგალითია. როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკურ პროცესში პროვოკაციული და ძალადობრივი ელემენტების შემოტანა, რასაც ცდილობს “ნაციონალური მოძრაობა”, არის უპასუხისმგებლო და მარგინალური გზა.

“მოვუწოდებთ ყველას, არ აჰყვნენ პროვოკაციებს”, – აცხადებს ზაზა გაბუნია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები