ასლან ჯიოევმა, საქართველოდან გამგზავრებამდე, ქართველ სამართალდამცველებს ჩვენება მისცა
ახალგორის ე.წ. გამგებლის, ფილიპ ხაჩიროვის დაცვის წევრი – ასლან ჯიოევი, „კვირას“ ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის რაიონის შს სამმართველოს გამომძიებლებმა დაკითხეს. აღნიშნული ინფორმაცია „კვირას“ შს სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა უწყების პრესსამსახურში არ გაამხილეს, თუ რა საკითხზე დაიკითხა ასლან ჯიოევი.
აღსანიშნავია, რომ მცხეთა-მთიანეთის რაიონის შს სამმართველო არჩილ ტატუნაშვილის წამების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებდა.
ამასთან, “პროკურატურამ, საქართველოს შსს-ს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, არჩილ ტატუნაშვილის, ლ.ქ-სა და ი.პ-ს მიმართ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს, დავით გურწიევს და ალიკ ტაბოევს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი პერიოდულად დადიოდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის ტერიტორიაზე, სადაც ეწეოდა მცირე სამეწარმეო საქმიანობას. 2018 წლის 20 თებერვალს, მას შემდეგ, რაც მან დატოვა ზემოხსენებული ტერიტორია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის აგვისტოში, რის გამოც გადაწყვიტეს მისი დასჯა და წამება”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისათვის, ახალგორის ე.წ. გამგებლის, ფილიპ ხაჩიროვის დაცვის წევრი, ასლან ჯიოევი, რომელიც დაახლოებით 10 დღის განმავლობაში, თბილისში, ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში მკურნალობდა, კლინიკიდან გუშინ გაწერეს და „წითელი ჯვრის“ დახმარებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 10 დღის წინ, ასლან ჯიოევი „წითელი ჯვრის“ დახმარებით, თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მოათავსეს. მას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თავის ქალის ფუძის მოტეხილობა და სხეულზე სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებოდა.
როგორც “კვირას” ორგანიზაცია “წითელი ჯვრის კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, მაია ქარდავამ განუცხადა, გუშინ, “წითელი ჯვრის” დახმარებით, ცხინვალის მიმართულ