აშშ მოსახლეობას რუსეთში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე არსებული ტერორისტული საფრთხის შესახებ აფრთხილებს

ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარ მოსახლეობას ტერორისტული საფრთხის შესახებ აფრთხილებს, რაც შესაძლოა რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას მოხდეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ისეთი ფართომასშტაბიანი სპორტული ღონისძიებები, როგორიც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატია, ხშირად ტერორისტებისთვის საუკეთესო სამიზნე ხდება.

„მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სპორტული ღინისძიებისას, გაძლიერებული იქნება უსაფრთხოების ზომები, ტერორისტები მაინც შეეცდებიან გარკვეულ ლოკაციებზე ტერორისტული აქტების მოწყობას, მაგალითად სტადიონებზე, ტურისტებისთვის მიმზიდველ და გულშემატკივართა შეკრების ადგილებზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები