ნიკარაგუის პრეზიდენტმა და სამოქალაქო ჯგუფებმა შეთანხმებას მიაღწიეს
ნიკარაგუაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტმა და სამოქალაქო ჯგუფებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაფიქსირებული ძალადობა უნდა შეწყდეს და აქციისას მოკლული ადამიანების საქმეებზე გამოძიებამ რეალური შედეგები უნდა დადოს.
„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, დასრულდეს ეს ძალადობა. ნიკარაგუას მოსახლეობას არ ესაჭიროება ეს“, – აღნიშნა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დენის მონკადამ.
შეგახსენებთ, რომ ნიკარაგუაში უკვე ორი თვეა, რაც საპროტესტო აქციები იმართება, რომელსაც ხშირად სამართალდამცავი ორგანოების სპეცდანიშნულების რაზმები ძალის გამოყენებით შლიან. შეტაკებების შედეგად, ბოლო 2 თვის მანძილზე, გარდაცვლილია 170 ადამიანი. ქვეყანაში საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც მთავრობამ დარიცხულ ხელფასებზე ჩამოსაჭრელი თანხის ოდენობის გაზრდა გადაწყვიტა.