უოლისსა და ფუტუნას კუნძულებზე 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

დღეს დილით, საფრანგეთის ზღვისიქითა გაერთიანების კუნძულებზე, კერძოდ კი წყნარ ოკეანეში მდებარე უოლისსა და ფუტუნაზე 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების სეისმოლოგიური სამსახური ავრცელებს. მიწისვრის კერა დედამიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ამ ეტაპზე, ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ასევე, არ ამოქმედებულა ცუნამის შესახებ განგაშის სისტემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები