პრეზიდენტმა პარლამენტისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განკარგულება გამოსცა
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საკანონმდებლო ორგანოსთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენის თაობაზე შესაბამისი განკარგულება გამოსცა.
„საქართველოს კონსტიტუციის 801-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წამოყენებულ იქნეს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი მამუკა ბახტაძის კანდიდატურა”, – აღნიშნულია პრეზიდენტის განკარგულებაში.
საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე გუშინ დაასახელა, რის შემდეგაც შესაბამისი წარდგინება პრეზიდენტს დღეს გადაუგზავნა.