დიმიტრი ცქიტიშვილი: ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას მთავრობა უახლოეს დღეებში წარადგენს

„ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას მთავრობა უახლოეს დღეებში წარადგენს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ცქიტიშვილის განმარტებით, ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას ევროკავშირის მხარდაჭერა აქვს.

მისივე თქმით, არ შეიძლება, სიაში ვინმე შემთხვევით და ზედაპირული ეჭვით შევიდეს.

„საუბარი ძალიან მნიშვნელოვან სიაზე გვაქვს. სიასა და ამ პოლიტიკას ევროკავშირისგან მხარდაჭერა აქვს. უახლოეს რეზოლუციაში ამ სიაზე ვისაუბრებთ. მოლოდინია, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებმა გაიზიარონ და ამიტომ მოწოდებაა, რომ სიფრთხილე, სწორი და მიზანმიმართული მუშაობა გვმართებს, რომ
შეცდომა არ მოგივიდეს და ამან უკუშედეგი არ გამოიღოს. მთავრობა სიას მალე წარმოადგენს”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს” ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობას საკანონმდებლო ორგანოსთვის ე.წ.ოთხოზორია-ტატუნაშვის სია ამ დრომდე არ წარუდგენია.

პარლამენტმა აღმასრულებელ ხელისუფლებას „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის წარდგენა 15 ივნისამდე დაავალა, რაც რეზოლუციით განისაზღვრა.

ამასთან, ფრაქცია„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია მზად არის, რომელსაც პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები