სერგი კაპანაძე: საგამოძიებო კომისიიდან ექსპერტების – ზაზა ჭაიასა და ირაკლი ქადაგიძის გაწვევა არ იგეგმება

„ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიიდან ექსპერტების – ზაზა ჭაიასა და ირაკლი ქადაგიძის გაწვევა არ იგეგმება“ – ასე გამოეხმაურა პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის მოთხოვნას.

როგორც კაპანაძემ „პირველ არხთან“ საუბრისას აღნიშნა, ექსპერტები კომისიაში მიწვეული არიან მათი გამოცდილებიდან გამომდინარე და არა სხვა ნიშნით.

„მათი გაწვევა არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. კომისიის წევრებს ვურჩევდი, კომისიის საქმიანობის დისკრედიტებას თავი დაანებონ. ეს არავის ინტერესებში არ არის. ამით პოლიტიკურ ქულებს ვერ დაიწერენ და ვერაფერს მოიგებენ“, – განაცხადა კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, დეპუტატ ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ევროპულმა საქართველომ“ კომისიაში ექსპერტებად ზაზა ჭაია და ირაკლი ქადაგიძე წარადგინა, რომელთა ჩართულობით კომისიის ობიექტურ მუშაობას საფრთხე ექმნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები