გიორგი ტატუნაშვილი მისი შვილის წამებაში დამხმარე პირებზე: ძნელია მათი დასჯა და იქიდან გამოყვანა

არჩილ ტატუნაშვილის მამის, გიორგი ტატუნაშვილის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მისი შვილის წამებაში დამხმარე პირები ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან, მათი იქიდან გამოყვანა და დასჯა რთული იქნება.
გიორგი ტატუნაშვილი გამოძიების პროცესს დადებითად აფასებს. „ძნელია მათი დასჯა და იქიდან გამოყვანა. მაგრამ მოლოდინი მაქვს. ადრე თუ გვიან დაისჯებიან“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ტატუნაშვილმა მცხეთის სასამართლოში, სადაც არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით პირველი სხდომა უნდა გაიმართოს.
პროცესზე მოსამართლე, დავით გურწიევისა და ალეკ ტაბოევისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
საქართველოს პროკურატურამ, საქართველოს შსს-ს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, არჩილ ტატუნაშვილის, ლ.ქ-სა და ი.პ-ს მიმართ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს დავით გურწიევს და ალიკ ტაბოევს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები