კიევის „Жуляни“-ს აეროპორტი თვითმფრინავის საფრენი ბილიკიდან გადასვლის გამო რამდენიმე საათით დაიკეტა
კიევის აეროპორტში თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა, რის გამოც ხელმძღვანელობამ აეროპორტი რამდენიმე საათით დახურა. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინციდენტის დროს, ბორტზე 169 მგზავრი იმყოფებოდა. უკრაინის „Bravo Airways“ ჩარტერული რეისით თურქეთიდან კიევში ბრუნდებოდა. კიევში მდებარე „Жуляни“-ის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას, თვითმფრინავს, სავარაუდოდ, პრობლემები შეექმნა და საფრენი ბილიკიდან გადავიდა.
აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებით, მგზავრებიდან არავინ დაშავებულა. გავრცელებული განცხადების თანახმად, აეროპორტი ფუნქციონირებას რამდენიმე საათში განაახლებს.