ვლადიმერ პუტინმა ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ერთმანეთს გააცნო
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გააცნო.
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, შეხვედრა რუსეთში, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალზე მოხდა.
„რუსეთისა და საუდის არაბეთის ნაკრებების თამაშის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა მიღებაზე მიმიწვია, სადაც ილჰამ ალიევი გამაცნო. ეს უბრალოდ გაცნობა იყო. ჩვენს შორის რაიმე თემაზე საუბარი არ ყოფილა“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უკვე მეორე დღეა, რაც რუსეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.