აშშ-მ პაკისტანის პროვინციაში საავიაციო იერიშის შედეგად, „თალიბანის“ პაკისტანური ქსელის წევრები გაანადგურა
ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციამ, ავღანეთისა და პაკისტანის საზღვარზე არსებული ანკლავის ტერიტორია დაბომბა, სადაც „თალიბანის“ პაკისტანური ქსელის დაჯგუფება იყო განლაგებული.
„ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა, კუნარის პროვინციაში, კონტრ-ტერორისტული ოპერაცია განახორციელეს, რომლის სამიზნეც „თალიბანის“ პაკისტანური ქსელის დაჯგუფება და მისი ლიდერი იყო“, – განაცხადა აშშ-ს სამხედრო ძალების წარმომადგენელმა, მარტინ ო’დონელმა.
მისი ინფორმაციით, ავიადარტყმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა განახორციელეს, რის შედეგადაც რამდენიმე მებრძოლის ლიკვირიდება მოხდა. ამ ეტაპზე აშშ-ის სამხედრო ძალების წარმომადგენელი ვერ ადასტურებს არის თუ არა „თალიბანის“ პაკისტანური ქსელის ლიდერი, მულა ფაზლულა გარდაცვლილებს შორის.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მულა ფაზლულას ადგილსამყოფელზე ინფორმაციის სანაცვლოდ, 5 მილიონი დოლარი დააწესა ჯილდოს სახით.