ლიბიაში საავიაციო იერიშის შედეგად ალ-ქაიდასთან ასოცირებული ტერორისტული ჯგუფის წევრები მოკლეს
ლიბიის მთავრობამ, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით, ალ-ქაიდასთან ასოცირებული ტერორისტთა ჯგუფი, საჰაერო იერიშის შედეგად გაანადგურა.
ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სამხერო უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
ბანი ვალიდის პროვინციის ადგილობრივი მმართველობის განცხადებით, საჰაერო დაბომბვას, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა ამერიკის სამხედრო ძალები გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ დაბომბვის შედეგები ჯერ კიდევ გაანალიზების ეტაპზეა.
შეგახსენებთ, რომ ლიბიის ავიაციამ უკვე მეორე იერიში მიიტანა ალ-ქაიდასთან ასოცირებული ტერორისული დაჯგუფების დისლოკაციის ადგილებზე. პირველი საავიაციო იერიშის შედეგად, ლიბიის მთავრობამ, ხსენებული დაჯგუფების ლიდერის, მუსა აბუ დავუდის ლიკვიდირება მიმდინარე წლის მარტში შეძლო.